უკრაინის საელჩოში ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაკეთდა

უკრაინის საელჩოში საქართველოში, მედიისთვის სპეციალური განცხადება კეთდება. როგორც ელჩის დროებითი ფუნქციის შემსრულებელმა განაცხადა, საქართველოდან ელჩის გაწვევას 2 მიზეზი ჰქონდა.

„დღეიდან ვასრულებ უკრაინაში ელჩის დროებითი რწმუნებულის ფუნქციას. დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა გაიწვია უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის. ამის მიზეზი იყო 2 საკვანძო საკითხი – ერთი, ქართული მხარის პოზიცია, რომელიც უკავშირდება სანქციების საკითხს რუსეთისთვის და მეორე – გადაწყვეტილების არმიღება რომელიც უკავშირდება მოხალისეების არგაგზავნას ჩვენი ჯარის დასახმარებლად“ – განმარტა ელჩის  დროებითმა რწმუნებულმა.

მსგავსი თემები