რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება რადენიმე საათში დაიწყება

უკრაინის დელეგაცია იმ ადგილს უახლოვდება, სადაც მოლაპარაკება უნდა დაიწყოს. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უკრაინულმა დელეგაციამ მარშრუტი შეცვალა.

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის,  თეოდორ ვენისლავსკის განცხადებით, უკრაინელებს ბელორუსიის საზღვრამდე რამდენიმე საათი დასჭირდებათ.

„უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მარშრუტი შეიცვალა. მოლაპარაკებები რამდენიმე საათში დაიწყება. ჩვენი დელეგაციის უსაფრთხოების მიზნით, დელეგაცია მათი სიცოცხლისთვის უსაფრთხო მარშრუტით გაემგზავრა“ – განაცხადა ვენისლავსკიმ.

შეხვედრა მდინარე პრიპიატის რაიონში იმართება.

მოლაპარაკებაზე შეთანხმდნენ – უკრაინის დელეგაცია ბელორუსიის საზღვრისკენ მიემართება

მსგავსი თემები