კიევში კომენდანტის საათის დასაწყისი შეიცვალა

კიევში „კომენდანტის საათის“ დაწყების დრო შეიცვალა. დღეიდან ის 17:00 საათიდან დაიწყება და დილის 8 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.

აღნიშნული შეზღუდვა 28 თებერვლის დილამდე იმოქმედებს.

“ყველა სამოქალაქო პირი, ვინც იქნება გარეთ “კომენდანტის საათის” მოქმედების დროს ჩაითვლება მტრის დივერსიული-დაზვერვითი ჯგუფის წევრად. გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ ვითარებას და არ გამოხვიდეთ გარეთ,”- განაცხადა კლიჩკომ.

 

მსგავსი თემები