„სანაპირო ზოლი ისეთივე რისკია, როგორც სხვა თავშეყრის ადგილები“ – კორონავირუსის საფრთხე ზაფხულის სეზონზე

“ზღვა და საცურაო აუზები საშიში არ არის, თუმცა საფრთხედ შეიძლება ჩაითვალოს სანაპირო ზოლი,” – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა გაანცხადა.

მედიკოსი ზაფხულის სეზონზე კორონავირუსის რისკებზე საუბრობს. მედიკოსის

„კორონავირუსი წყლით გადამდები ინფექციების სიაში არ შედის, მდინარეებში და ზღვებზე იმდენად ზავდება ინფექცია, რომ გადადების რისკი დაბალია, აუზებში ქლორის კონცენტრაცია იმდენად მაღალია, რომ ვირუსი ნადგურდება, რაც შეეხება სანაპიროს, ისიც, როგორც თავშეყრის სხვა ადგილები განიხილება ასეთ ადგილად, სანაპირო ზოლი ისეთივე რისკია, როგორც სხვა თავშეყრის ადგილები. ფიზიკური დისტანცია რჩება ოქროს სტანდარტად, გასახდელისგან თავის შეკავება აუცილებელია, თავისთავად ზღვის სანაპირო შეიძლება ნაკლებ რისკს შეიცავდეს, ვიდრე სხვა თავშეყრის ადგილები, რადგან იქ უფრო ადვილად განადგურდება ვირუსი, ვიდრე სხვა დახურულ თავშეყრის ადგილებში,“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები