19 თებერვალს რუსეთის ჯარებმა უკრაინულ მხარეს ცეცხლი 136-ჯერ გაუხსნა, დაღუპულია 2 ჯარისკაცი

უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 19 თებერვლის დღის განმავლობაში დონბასში რუსეთის ჯარებმა უკრაინულ მხარეს ცეცხლი 136-ჯერ გაუხსნეს, მიმდინარე დღის დასაწყისიდან ცეცხლის შეწყვეტის 8 დარღვევა დაფიქსირდა.

“19 თებერვალს, დაფიქსირდა 136 დარღვევა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ფორმირებების მიერ, მათგან 116 იყო მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით”, – აცხადებენ უწყებაში.

დაბომბვის შედეგად ორმა უკრაინელმა სამხედრომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღო. ოთხმა სამხედრომ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. საბრძოლო დაზიანება მიიღო ერთმა ჯარისკაცმა.

მსგავსი თემები