“არანაირი უფლება მაქვს ნათელაშვილის ამომრჩეველს მოვაკლო პარლამენტში მისი ხილვის ბედნიერება” – იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“  წევრმა, იაგო ხვიჩიამ,  პარლამენტში კომიტეტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ ხალხის გარდა არავის აქვს იმის უფლება, ელენე ხოშტარია, ბადრი ჯაფარიძე და შალვა ნათელაშვილი პარლამენტიდან გარიცხოს.

„დღეს კომიტეტის თავმჯდომარემ  სხდომა დაიწყო იმით, რომ ეს არ არის პოლიტიკური განხილვის ფორმა. ეს უნდა გაირჩეს პლენალურ სხდომაზე,  მაგრამ საკითხავია გასატანია თუ არა ეს საკითხი პლენალურ სხდომაზე.

ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი. ჩვენი კოლეგები არ აურჩევია არავის ჩვენგან, პარლამენტის წევრებისგან. შალვა ნათელაშვილი იქნება, ელენე ხოშტარია თუ ბადრი ჯაფარიძე ჩემი და ჩემი კოლეგების გადასაწყვეტი არ არის,  უნდა გადაწყვიტოს ხალხმა.

მიუხედავად იმისა, რომ  ეს ხალხი პარლამენტის წევრები არიან, მაგრამ არასდროს დადიან პარლამენტში, არანაირი უფლება არ მაქვს შალვა ნათელაშვილის ამომრჩეველს მოვაკლო ბატონი შალვას პარლამენტში ხილვის ბედნიერება. გასარკვევი ნამდვილად არის ის ფაქტი, ეხ ხალხი ჩემი კოლეგები არიან თუ არ არიან, მაგრამ მათი გარიცხვის უფლება არავის აქვს“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ დეპუტატების მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებთ.

მსგავსი თემები