იმერეთის ოცი სოფელი ვაქცინაციის წამახალისებელ კამპანიაში ჩაერთო

საქართველოს მასშტაბით ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები და ადგილზე ვაქცინაცია იმერეთის 20-მდე სოფელში მიმდინარეობს.

“პროცესს რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული და ზესტაფონის მერი ადგილზე გაეცნენ. ვაქცინაციის კამპანია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება. კამპანია სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე ვაქცინაციას ისახავს მიზნად”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები