ყაზახეთში არეულობის დროს 8 პოლიციელი დაიღუპა

ყაზახეთში აქციები გრძელდება. გუშინ ქვეყანაში მთელი დღის განმავლობაში დაძაბული სიტუაცია იყო. დემონსტრანტები პრეზიდენტის რეზიდენციასა და მერის ოფისში შეიჭრნენ და შენობას ცეცხლი წაუკიდეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ ალმათის რეზიდენციაში გაქცევამდე მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლო დღეების განმავლობაში პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი არაერთხელ გამოიყენა.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით არეულობის დროს დაიღუპა 8 პოლიციელი და ეროვნული გვარდიის წევრი, ხოლო დაშავდა 300-ზე მეტი. მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის ან დაშავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 

მსგავსი თემები