რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ამ ქმედებისთვის საფასურის გადახდა მოუწევს

რუსეთ უკრაინის დაძაბული ურთიერთობა ისევ მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ისევ გაკეთდა, სადაც რუსეთს აფრთხილებენ.

კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, თუ რუსეთი მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს უკრაინასთან დაკავშირებით, მას ამ ქმედებისთვის პასუხის გაცემა მოუწევს.

„თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთის ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემას ძალიან მნიშვნელოვან ზიანს მივაყენებთ“, – ასეთია შტატების პოზიცია.

 

მსგავსი თემები