11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღეა – “მთა საქართველოს ცოცხალი ფარია” 

დღეს, 11 დეკემბერს, მსოფლიოში მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღს საქართველო წელს პირველად უერთდება. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2002 წელს მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას მთის საერთაშორისო დღის აღნიშვნისკენ.

​ამ
დღესთან დაკავშირებით თბილისში, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” დღეს, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, მთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

მამუკა ბახტაძე იმედოვნებს, რომ მთის საერთაშორისო დღის აღნიშვნა საქართველოში ტრადიციად იქცევა, მით უფრო, რომ ქვეყნის ნახევარზე მეტი მთიანი რეგიონებია. ხოლო მთაში მცხოვრები თითოეული ადამიანი საქართველოს ცოცხალი ფარია.

“ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს მთის და მთის ხალხის მიმართ. თქვენ უღალატო ხალხი ხართ, ასე იყო ისტორიულად, ასეა დღესაც და ასე იქნება სამუდამოდ. მინდა გითხრათ, რომ თქვენი ვაჟკაცობითა და ქედუხრელობით მთელი საქართველო ამაყობს. თქვენ მთელი საქართველოს იმედი ხართ, თქვენი აქ ყოფნით იცავთ ქართულ მიწას, საქართველოს საზღვარს. ეს თქვენი დიდი ისტორიული მისიაა, რომელსაც დღემდე ღირსეულად ასრულებთ და განაგრძობთ წინაპრების ტრადიციებს. დარწმუნებული ვარ, ასევე გადასცემთ მომავალ თაობებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და განაცხადა, რომ სახელმწიფოს წინაშე დღეს, დიდი ამოცანა დგას – წლების განმავლობაში დაცარიელებულ მთაში ხალხი დააბრუნონ. რაც უნდა მოხდეს მათთვის ღირსეული პირობების შექმნით, მთის ეკონომიკური გაძლიერებით.

მინისტრის თქმით, ეს პროცესი დაწყებულია. მომავალი წლიდან, ზაფხულში მთის კვირეულის აღნიშვნა იგეგმება, რათა უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადეს მთისადმი მიძღვნილი დღეები.

“გვექნება შესაძლებლობა გეოგრაფიულად მოვიცვათ მეტი რეგიონი, დავგეგმოთ მეტი ღონისძიება და დავაინტერესოთ მეტი ტურისტი. მთის კვირეული უნდა ვაქციოთ ტრადიციად, რომელშიც არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ საზოგადოება და კერძო სექტორი ჩაერთვება როგორიც არის საქართველოს მთები, ისეთივე ხართ თქვენ, იქ მცხოვრებნიც – მტკიცე, უბოროტო, საიმედო და ფასეულობების დამცველნი”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, მთაში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები „მთის შვილის“ სიმბოლური სტატუსით დაჯილდოვდნენ

მსგავსი თემები

5 Thoughts to “11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღეა – “მთა საქართველოს ცოცხალი ფარია” ”

  1. You can definitely see your expertise within the paintings you write. The arena hopes for even more passionate writers such as you who are not afraid to mention how they believe. All the time go after your heart.

  2. I am curious to find out what blog system you have been using? I’m having some small security issues with my latest blog and I’d like to find something more safeguarded. Do you have any suggestions?

  3. In the journey of life, i am touched every time the coming Of a fate, a short greeting message, a kind message conversation, all moved me, the beauty of the fate, the warmth of friendship! Pong you a gentle blessing! I only wish good friends happy every minute! Health, good luck and happiness!

  4. Footprint is a silent language. It meets your blog. it is a kind of beauty. May the beauty shine in your life. Acquaintance with your life is A happiness.

  5. The world is like a hillside. As long as you are not standing at the apex, someone will always be taller than you. When you look up for a long time, you must look down at the right time. We are all ordinary people.