„შიდა ცოლი და გარე ცოლი, სხვა ახსნა ვერ მოვძებნე “ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ იმ ხარვეზებსა თუ აბსურდულ ვითარებაზე ისაუბრა, რაც ე.წ. მწვანე პასპორტებს უკავშირდება და რომელიც ძალაში ხვალ შევა. როგორც ბურჯანაძემ განმარტა, არსებულ რეგულაციებში არაერთი აბსურდი არსებობ, რომელიც უნდა შეიცვალოს.   

„პარადოქსულია, რომ საქართველოში იარსებებს 2 მწვანე ბარათი. ერთი შიდა მოხმარებისთვის და მეორე – გარე მოხმარებისთვის. მე ამ პრინციპს ასე დავარქვი – შიდა ცოლი და და გარე ცოლი. სხვა დასახელება ვერ მოვუძებნე ასეთ აბსურდს. თუ „მწვანე ბარათის“ მფლობელი ხარ საქართველოში და ეს არ არის აღიარებული საერთაშორისო მასშტაბით, ამ შემთხვევაში, მას ძალა ეკარგება.     ვფიქრობ, რომ ეს ვითარება შეიცვლება და კორექტირება აუცილებლად მოხდება, წარმოუდგენელია, რომ ეს ვითარება ასე დარჩეს, რომ შემდეგ ჩვენ გადავიდეთ „მწვანე ზონებზე“ – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.    

მსგავსი თემები