„კიდევ რამდენი ხანი უნდა ვუსმინოთ“ – პროკურორმა მოსამართლეს მიმართა, მიხეილ სააკაშვილს სიტყვა შეაწყვეტინოს

ამ წუთებში, სასამართლო დარბაზში, სადაც მიხეილ სააკაშილი სიტყვით გამოდის, ხმაურია. სიტყვიერი დაპირისპირება ბრალდების მხარესა და დაცვის მხარეს შორის მოხდა. დაპირისპირება კი იმან გამოიწვია, რომ მიხეილ სააკაშვილმა სხდომაზე 20 წუთი ისაუბრა, პროკურორისთვის კი მისი მოსმენა მიუღებელი აღმოჩნდა.  

„უკვე  20 წუთია სააკაშილი საუბრობს და რამდენი ხანი შეიძლება ამას ვუსმინოთ“ – მიმართა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა მოსამართლეს, რასაც დაცვის მხარის შეპასუხება მოჰყვა.   

მოსამართლემ მხარეებს დავა შეაწყვეტინა და პროკურორს მიმართა, ბრალდებულს სიტყვას ნუ შეაწყვეტინებენ, რადგან მას ამისი უფლება აქვს.  

„მხარეები არ უნდა შეხვიდეთ კამათში. მას აქვს განცხადების გაკეთების უფლება.  ის პირველად წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე საქართველოში. შესაბამისად აქვს უფლება, თავისი პოზიციის დაფიქსირების და ამაში ჩვენ მას ვერ შევზღუდავ“ – განუმარტა მოსამართლემ პროკურორ ჯარჯი წიკლაურს და მიხეილ სააკაშვილს სიტყვის გაგრძელების უფლება მისცა.

მსგავსი თემები