მიხეილ სააკაშვილს PCR ტესტი ჩაუტარდა, ტესტის პასუხს ელოდებიან

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ტესტის პასუხი ჯერ არ არის ცნობილი. ტესტის ჩატარება კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ გლდანის #18 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, კორონავირუსი დაუდგინდა.

“ვკითხეთ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა თუ არა კონტაქტი #18 დაწესებულების დირექტორთან, რაზეც დაგვიდასტურა, რომ კი ჰქონდა და არაერთხელ. უცნობია, როდის ჰქონდა ბოლო კონტაქტი.  დღეს დილით აუღეს მას PCR ტესტი და ახლა ველოდებით ამის პასუხს. აქამდე მიხეილ სააკაშვილს არ უთქვამს ტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ PCR ტესტის აღება მოხდა, რადგან #18 დაწესებულების დირექტორს დაუდასტურდა კოვიდი“ – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები