ვირუსით 4 467 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 487 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 467 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 790  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.51%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  688 804-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.94%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.09%.

მსგავსი თემები