ხვალიდან, ახალი ავტობუსები მარშრუტებზე გადანაწილდებიან

11 თებერვლიდან თბილისში მგზავრებს „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები დამატებით 4 მარშრუტზე მოემსახურება.

კერძოდ, ახალი ავტობუსები გადანაწილდებიან შემდეგ მარშრუტებზე: 

N53 – ცაიშის ქუჩა (კუკია) – სადგურის მოედანი;
N49 – სადგურის მოედანი – შალვა ნუცუბიძის III მ/რ. (წრიული);
N44 – ზემო ფონიჭალის დასახლება – ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (გაჩერება „კონკის“ მხარეს);
N47 –  ნუცუბიძის I მ/რ. – სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ);
13 თებერვალს  კი,  ახალი ავტობუსები კიდევ 5 სამარშრუტო ხაზზე გადანაწილდებიან: 
N22 – სოფელი ნასაგური – მეტროსადგური „ისანი“;
N41 – სოფელი წინუბანი – მეტროსადგური „ისანი“; 
N29 – სადგურის მოედანი  (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ) – სოფელი თხინვალა; 
N89 – მეტროსადგური „დიდუბე“ – ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა (მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარედ); 
N18 – სოფელი პატარა ლილო – მეტროსადგური „ისანი“. 

მუნიციპალური  ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 220 ერთეული ISUZU-სა და 90 ერთეული MAN-ის მარკის ავტობუსები შეისყიდა.

მუნიციპალური ავტოპარკის განახლება წელსაც აქტიურად გაგრძელდება და სრულად ჩანაცვლდება „ბოგდანის“ მარკის ძველი ავტობუსები. 

მსგავსი თემები