ძალადობაში ბრალდებულ სასულიერო პირს სინანულისთვის მონასტერში გაგზავნიან

სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს, რომელიც ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზეა ბრალდებული, სინანულისთვის მონასტერში საცხოვრებლად გაუშვებენ.  

„სინანულისთვის მონასტერში ცხოვრება განეწესება. უახლოეს პერიოდში განისაზღვრება, თუ რომელ მონასტერში დაჰყოფს და რამდენს ხანს“, – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ.

სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე სვანეთის უბანში მდებარე ტაძრის მღვდელმსახურს, გიორგი ჩიქოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

სასულიერო პირი ბრალს არ აღიარებს, მას ყოფილი მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს. დაცვის მხარის ინფორმაციით, ყოფილი ცოლი მღვდელმსახურს თანხის გამოძალვის მიზნით, აშანტაჟებდა და საჩივარზე უარის თქმის სანაცვლოდ მისგან ყოველთვიურად ათას ლარს ითხოვდა.

მსგავსი თემები