“ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდა ერთ-ერთ ქორწილს უკავშირდება” – ირანის პრეზიდენტი

“ირანში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდა ერთ-ერთ ქორწილს უკავშირდება”, – ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ გააკეთა.

პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით, არსებული მდგომარეობის მიუხედავად ქვეყანას სხვა გამოსავალი არ აქვს და ეკონომიკა ღია უნდა იყოს.

„ამ გარემოებაში სხვა არჩევანი არ გვაქვს – უნდა ვიმუშაოთ, საწარმოებმა უნდა იმუშაოს, მაღაზიები ღია უნდა იყოს, ასევე შესაძლებელი უნდა იყოს ქალაქებს შორის გადაადგილება“, – განაცხადა ჰასან როუჰანიმ.

საერთო ჯამში „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე ირანში ვირუსის 169 425 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 8 209 ადამიანი.

მსგავსი თემები