სემეკი გაზის ტარიფის ზრდას არ ელოდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, სემეკი გაზის ტარიფის ზრდას არ ელოდება.

სემეკში “თბილისის ენერჯის” ახალი ტარიფი 25 დეკემბერს, “სოკარ ჯორჯიასა” და “საქორგგაზის” ტარიფები კი 27 დეკემბერს უნდა დამტკიცდეს. 

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, სემეკმა კომპანიების მიერ წარდგენილი საინვესტიციო წინადადებები უკვე განიხილა, ახლა კი მისაწოდებელ ფასს ადგენენ:

“წინადადებების საფუძველზე, უკვე უახლოეს დღეებში, დავადგენთ საბოლოო სამომხმარებლო ტარიფს. რაიმე სახის ზრდას, ამ ეტაპზე, არ ველოდებით”, – განაცხადა ნარმანიამ.

მსგავსი თემები