“საქართველოში დღეში 100-ზე მეტი შემთხვევა არ იქნება” – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ვარაუდით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს ან იქნება 1000-სა და 2000-ის ფარგლებში. 

ამასთან, თენგიზ ცერცვაძე პროგნოზირებს, რომ საქართველოში დღეში 100-ზე მეტი შემთხვევა არ იქნება.

„საქართველოში ფიქსირდება მატება, მაგრამ არცერთ დღეს ყოფილა 20 შემთხვევაზე მეტი. ეს შიდა გადაცემის სტადიისთვის, ანუ ინფექციის გავრცელების სტადიისთვის არის ძალიან ცოტა. ეს იგივეა, რაც წინა სტადიაზე 1-2-3 შემთხვევა. ყველა სხვა ქვეყანაში ფიქსირდება 500 შემთხვევაზე მეტი. ჩვენთან ორ ათეულ შემთხვევას არ გადაცდენია. ჩემი პროგნოზია, რომ ვერ შევინარჩუნებთ ამ სიტუაციას ბოლომდე. დღეს თუ ორი ათეულია, შეიძლება, იქნას სამი ათეული, შეიძლება, იყოს ოთხი ათეული, მაგრამ ჩემი მტკიცე პროგნოზია, რომ საქართველოში დღეში 100-ზე მეტი შემთხვევა არ იქნება. ამას ძალიან დიდი დარწმუნებით ვამბობ. ინფექციის გავრცელების დინამიკა მაჩვენებს ამას. საქართველოში, ჩემი ვარაუდით, შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს ან იქნება 1000-სა და 2000-ის ფარგლებში, მაშინ როდესაც სხვაგან, ყველგან, ჩვენზე პატარა სახელმწიფოებში ეს არის 20 000-ზე, 30 000-ზე მეტი და ზოგან 100 000-ზე და 200 000-ზე მეტი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები