საქართველოს პირველად სკოლამდელი განათლების სასწავლო პროგრამა ექნება – მინისტრი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, საქართველოს პირველად სკოლამდელი განათლების სასწავლო პროგრამა ექნება, ამ მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, იგეგმება მასწავლებლების გადამზადება. 

​​როგორც მინისტრმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სკოლამდელი განათლების სისტემა მორგებული იქნება მომავალ სასკოლო განათლებაზე. რეფორმა ეფუძნება წარმატებული ქვეყნების მაგალითს და საერთაშორისო გამოცდილებას. 

“საჭიროა ძლიერი სკოლამდელი განათლება. ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა. ქართულ განათლებაში ეს სიახლეა, რადგან სისტემის ერთიანი ხედვა აქამდე არ ყოფილა შემუშავებული. მუშაობა მიდის სასწავლო პროგრამაზე, თუ რა კომპონენტებს უნდა მოიცავდეს იგი. გაზაფხულის ბოლოს წარმოვადგენთ ერთიან ნამუშევარს, 3 თვის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობდით ამ რეფორმაზე. სკოლა ჩვენი მომავალი განათლების უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელზეც უნდა იდგას მომავალი განათლება”, – აცხადებს მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი. 

რაც შეეხება სკოლის რეფორმას, მინისტრის თქმით, ამ რეფორმის ძირითადი პრინციპია, სკოლების ავტონომიის გაძლიერება და მათი დეცენტრალიზაცია, ბიუროკრატიის შემცირება. სკოლის დირექტორი როგორ უნდა იყოს ლიდერი.

,

მსგავსი თემები