საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირი დროებით გადაიკეტება

თბილისის ქუჩებში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან – თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“  ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შეფერხებისთვის.

მსგავსი თემები