“რუსეთმა საქართველოს თავი უნდა დაანებოს და მისცეს უფლება, იყოს თავისუფალი” – ამერიკელი კონგრესმენი

“საქართველო ნატო-სთვის არის პერსპექტიული წევრი, რუსეთმა საქართველოს თავი უნდა დაანებოს და მისცეს უფლება, იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო”, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯერალდ კონოლმა განაცხადა.

კონგრესმენის თქმით, ნატო-მ პატივი უნდა სცეს იმას, რასაც საქართველო აკეთებს და რის გაკეთებასაც მომავალში აპირებს, გაიაზროს, რა რთულ სამეზობლოშია საქართველო.

„ნატო-ს ალიანსი არსებობს იმისთვის, რომ საერთო ღირებულებების მქონე ქვეყნები შეკრიბოს ერთად. ნატო – ეს არის უსაფრთხოების კავშირი, მაგრამ ის ასევე არის კავშირი, რომელშიც ჩვენ ვიზიარებთ და ვახალისებთ იმ ღირებულებებს, რომლებიც აახლოებს და აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. რას სთავაზობს ნატო საქართველოს? აქ შეკითხვა ორგვარად ისმის – თავად საქართველო რას სთავაზობს ნატო-ს. ჩვენ ვხედავთ საქართველოს მისწრაფებას. ეს არის სამხედრო თავსებადობა ნატო-სთან. მჯერა, საქართველო მიისწრაფის დემოკრატიული საზოგადოების, ინსტიტუტების მშენებლობისკენ. ამასთანავე, ნატო-მ პატივი უნდა სცეს იმას, რასაც საქართველო აკეთებს და რის გაკეთებასაც მომავალში აპირებს, გაიაზროს, რა რთულ სამეზობლოშია საქართველო. ნატო-ს დახმარების ხელი და დაცვის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამეზობლოსთვის, როგორიც საქართველოა. საქართველოზე სპეციალურად არის ხაზგასმა, რადგან ვხედავ, საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატო-ს წევრი და ნატო-ს ყოყმანს საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით. თუმცა ფიქრობ, ეს ანგარიში ასევე არის სიგნალი რუსეთისთვის, რომ საქართველო არის პერსპექტიული წევრი ნატო-სთვის, რუსეთმა საქართველოს თავი უნდა დაანებოს და უნდა მისცეს ქვეყნას უფლება, იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო“, – განაცხადა ჯერალდ კონოლმა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე სესიის ფარგლებში, პოლიტიკის კომიტეტმა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციის წარმომადგენლის, კონგრესმენ ჯერალდ კონოლის მიერ მომზადებული ანგარიში დაამტკიცა.

მსგავსი თემები