მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 4,6 მილიონს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 4 635 786 ადამიანი დაინფიცირდა, 1 621 489 კი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს 188 ქვეყანაშია დაფიქსირებული. ამის შესახებ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.

ამ დროისთვის ინფექციას 311 821 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიას მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში (88 754) ემსხვერპლა. მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი (34 546), მესამეზე კი – იტალია (31 763).

მსგავსი თემები