“მთელი ცხოვრება რეიტინგებში საუკეთესო მაჩვენებლები მქონდა” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მთელი ცხოვრების განმავლობაში რეიტინგებში საუკეთესო მაჩვენებლების ჰქონდა. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

„მე მთელი ცხოვრება საუკეთესო შედეგები მქონდა რეიტინგებში, ასე რომ, უჩვეულო არაფერია. თეთრი სახლის ყოველდღიური პრესკონფერენციების რეიტინგი ყველა რეკორდს ხსნის, მაგრამ ეს არ მაღელვებს. მე მინდა, გვერდი ავუარო ყალბი ამბების გამავრცელებელ მედიას და ხალხს ვესაუბრო“, – წერს ტრამპი.

„ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ განცხადებაში ტრამპი კიდევ ერთხელ აკრიტიკებს მედიას და აცხადებს, რომ ის პრეზიდენტი იმ პირობებში გახდა, როდესაც „კორუმპირებული“ ყალბი მედია მის დისკრედიტაციას ცდილობდა.

„საოცარია, მე პრეზიდენტი იმ პირობებში გავხდი, როდესაც სრულიად კორუმპირებული და ყალბი ამბების მედია დღე და ღამე დამდევდა. გამოდის, რომ ან ძალიან მაგარი ვარ, იმაზე მეტადაც კი ვიდრე ამის აღიარება ყალბი ამბების მედიას სურს, ან მათ არ აქვთ ისეთი ძალაუფლება, როგორც ეს წარმოგვედგინა“, – წერს ტრამპი.

მსგავსი თემები