მანდატურების სამსახური „ხორავას კრიზისთან“ პირდაპირ კავშირშია – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასა და მანდატურების სამსახურს შორის კავშირზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ სამსახურის რეფორმა საჭირო და აუცილებელია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა,  ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია ერთ-ერთი მიზეზი გახდა, რამაც შსს-ს საგამოძიებო სისტემის რეფორმა დააჩქარა.

„საქართველოს პარლამენტში არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა გვაქვს დარეგისტრირეული. მაგალითად,  ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით,  ინფორმაციის დამალვასთან და ცრუ ჩვენების მიცემასთან დაკავშირებით, ასევე  მანდატურების სამსახურთან დაკავშირებით.  მანდატურების სამსახური ხორავას კრიზისთან ხომ პირდაპირ იყო დაკავშირებული.  რა თქმა უნდა, ამ რეფორმასა და ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას შორის კავშირი არსებობს. შესაბამისად,  ამ კავშირის არსებობამ რეფორმები  შეიძლება ცოტა დააჩქარა”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება უშუალოდ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შსს-ში მიმდინარე გამოძიებას, შს მინისტრის თქმით, ამ სქმეზე გამოძიება გრძელდება.

„შსს საქმეს კვლავ იძიებს. არის რამდენიმე ახალი დაკავებული პირი. კიდევ ახალი მტკიცებულებების სტანდარტი თუ გვექნება, იქნება კიდევ დაკავებები”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

 

მსგავსი თემები