კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

გურამიშვილის გამზირზე კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

როგორც დამწვრობის ცენტრის ექიმმა განაცხადა, 39 წლის სოსო ჯავახიშვილი, რომელსაც სხეულის 60% აქვს დამწვარი, შოკურ მდგომარეობაში იმყოფება.

19 ოქტომბერს გურამიშვილის გამზირზე ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. დაშავდა 4 ადამიანი, მათგან სამი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

მსგავსი თემები