ირაკლი კობახიძის განცხადებით, უზენაესის მოსამართლეებისთვის გამოცდა მოიხსნება

საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვას ხვალ გააგრძელებს. კანონპროექტის განხილვას მას მერე გაგრძელდება, რაც ტექსტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აისახება. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის დაპირსპირებაც მოხდა.

კერძოდ, ოპოზიცია, ჩასწორებული კანონპროექტის გაცნობამდე, საკითხს გადადებას ითხოვდა. საკითხის გადადების შესახებ გადაწყვეტილება უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯომარემ განაცხადა.

„გავიზიარეთ იმ კოლეგების ნაწილის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესია უკვე საბოლოო ტექსტი არსებობდეს, რომელზეც იქნება მსჯელობის საშუალება და ამის შემდეგ განვაგრძობთ უკვე პლენარულ ფორმატში,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას, მან კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ უმრავლესობის სხდომაზე მსჯელობა პროცედურასთან დაკავშირებით გაიმართა, ხოლო ხვალ საგნობრივი განხილვა შედგება, მათ შორის, გამოცდის საკითხთან დაკავშირებულ რეკომენდაციაზე.

ირაკლი კობახიძის თქმით, ვენეციის კომისია აპრიორი არ მოითხოვს გამოცდის ამოღებას კრიტერიუმებიდან. მიუხედავად ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კოდექსის გათვალისწინებით, უმჯობესია გამოცდა მთლიანად მოიხსნას.

„მგონია, რომ მთელი კოდექსის გათვალისწინებით, მაინც უმჯობესია, მთლიანად მოვხსნათ გამოცდა იმისათვის, რომ სალაპარაკო არ გახდეს ეს ყველაფერი, თორემ მე პირადად, მიზანშეწონილად მიმაჩნია ზოგადად, რომ დარჩეს გამოცდა, იმიტომ, რომ გამოცდაარის ყველაზე ქმედითი ბერკეტი, რომ შევაფასოთ მოსამართლეობის კანდიდატების კვალიფიკაცია, კომპეტენცია და შეგახსენებთ,რომ კომპეტენცია არის ორიდან ერთერთი უმთავრესი კრიტერიუმი, რითაც უნდა შეირჩეს და აირჩეს საბოლოო ჯამში უზენაესისასამართლოს მოსამართლე. ამიტომ, გამოცდის ამოღებას მე არ მივემხრობოდი, თუმცა ასეთი არის მთელი რიგი სუბიექტების პოზიცია და შეგვიძლია, ესმხედველობაში მივიღოთ. ხვალ საბოლოოდ ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით უმრავლესობაში და მივიღებთ შესაბამისგ ადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები