ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის ორი მოქალაქე შეიყვანეს – გამოკვლევის პასუხები დღეს გახდება ცნობილი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის ორ მოქალაქეს აკვირდებიან, რომლებიც კლინიკაში გუშინ ღამით შეიყვანეს.

ამირან გამყრელიძის თქმით, ჩინეთის მოქალაქეები საქართველოში, ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე არიან დასაქმებული.

„იღებენ შესაბამის სინჯებს და პასუხები დღეს, დღის ბოლომდე იქნება ცნობილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები