,,წარმოადგენს იმ დისკრიმინაციის გაგრძელებას, რასაც ამერიკული ინსტიტუტები ეწევიან „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ”- ნათელაშვილი IRI-ს კვლევაზე

შალვა ნათელაშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევას ეხმიანება. მისი თქმით, ,,ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ დისკრიმინაცია ხორციელდება.

როგორც შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, იძულებული ხდებიან სარჩელით ამერიკულ სასამართლოს მიმართონ.

,,გუშინ გამოქვეყნებული ე.წ. პოლიტიკურ-პარტიული რეიტინგები წარმოადგენს იმ დისკრიმინაციის გაგრძელებას, რასაც ამერიკული ინსტიტუტები ეწევიან „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ 25 წლის მანძილზე და არაფრით არ დაიღალნენ აი, ამ მუშაობის და დისკრიმინაციის შედეგად. ხან გადატრიალება და რევოლუციები მოგვიწყვეს, ხან პარლამენტიდან გამოგვყარეს, ხან როგორც პარტია აგკვკრძალეს, რეიტინგების გაყალბება, ეგზიტპოლების გაყალბება ჩვენს მიმართ უწყვეტი პროცესია და უკვე აღარ შეიძლება ამის არ თქმა მას შემდეგ გუშნ რაც წავიკითხეთ მორიგი მარაზმი,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

მსგავსი თემები