ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებას მთავარი პროკურორი პირადად უხელმძღვანელებს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, 25 წლის წინათ მომხდარი კვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექნილ საგამოძიებო ჯგუფს, მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს.

მთავარი პროკურატური დღეს, პირველი პრეზიდენტის შვილს, ცოტნე გამსახურდიასა და მისი ინტერესების დამცველ ამირან გიგუაშვილს შეხვდა. ექსპრეზიდენტის შვილებმა, ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიებმა, მამის მკვლელობის საქმის ხანდაზმულობის ვადის გაგრძელების მოთხოვნით შიმშილობის აქციას, რამდენიმე დღის წინათ დაიწყეს.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, შეხვედრას საქმის პროკურორი და გამომძიებელი ესწრებოდნენ. გენერალურმა პროკურორმა ცოტნე გამსახურდიას და მის ადვოკატს შესთავაზა მოამზადონ და წარადგინონ საგამოძიებო მოქმედებების გეგმა, რომელიც პროკურატურასთან შეთანხმებით განხორციელდება. ასევე, მათ შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი სურვილისამებრ გამოძიების პროცესში ჩართონ მათი ნდობით აღჭურვილი უფლებადამცველები და ექსპერტები.

“საგამოძიებო ჯგუფს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს“ – აცნობეს „მედიაცენტრ მთავარს“ პროკურატურიდან.

ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მომდევნო შეხვედრა პროკურატურაში იანვრის ბოლოს გაიმართება.

მსგავსი თემები