„ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება “ – შს მინისტის მოადგილე პანკისში

პანკისის ხეობაში ვითარება იმდენად დაიძაბა, ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩავიდა. როგორც მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ აღნიშნა, სამუშაოები შეჩერდა, თუმცა, ადგილობრივებთან საუბარი გაგრძელდება.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მოსახლეობამ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები არ უნდა ჩაიდინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია შესაბამისად იმოქმედებს.

„მოგიწოდებთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. სჯობს წავიდეთ თელავშში და დავილაპარაკოთ. წამოვიდეს ვინც უნდა და დიალოგის რეჟიმში განვიხილოთ ეს თემა. ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციენს შეეხება, დაისჯება უმკაცრესად. გამოყავით წარმომადგენლები, ჩავიყვანთ შთელავში, ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ ნებისმიერ თეაზე. შეინარჩნეთ მშვიდობა, პოლიციამ უნდა აღასრულოს კანონი და ამავე დროს, დაიცვას თქვენი ინტერესები. ჩვენ ვართ როგორც თქვენი ინტერესების, ისე ინვესტორიების ინტერესების დამცველები“ – ასე მიმართა მინისტრის მოადგილებ პანკისელებს.

პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში დგილობრივების პროტესტი დღეს დილით დაიწყო. მიზეზი კი კომპანიების: „ალაზანი ენერჯი“ და „ფერის“ მხრიდან მცირე ჰესის „ხადორი – 3“-ის მშენებლობაა.

დაახლოებით 1 წელია, მოსახლეობა პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივების აცხადებენ, რომ ამ ჰესის მშენებლობით სერიოზული ზანი მიადგენა ხეობას და მის ეკოსისტემას. ამ წუთისთვის, მშენებლობა შეჩერებულია. მინისტრს მოადგილე და აქციის რამდენიმე მონაწილე თელავში, მოსალაპარაკებლად გაემგზავრნენ.

მსგავსი თემები