ეროვნული ლიგა 25 ივნისიდან განახლდება

ეროვნული ლიგის განახლებასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ეროვნული ლიგა 25 ივნისიდან განახლდეს. პირველი ორი ტურის შედეგები შენარჩუნდება და პირველობა მესამე ტურიდან გაგრძელდება. თუმცა, ფორმატი შეიცვალა და ოთხის ნაცვლად გუნდები ორ წრედ ითამაშებენ. თამაშების განახლებამდე ფეხბურთელების ტესტირება ჩატარდება ორჯერ: პირველად 1-7 ივნისს, მეორედ კი უშუალოდ მატჩების განახლებამდე, 22-24 ივნისს.“ – განაცხადა დავით მუჯირმა. ასევე ჩვეულებრივად გაიმართება დავით ყიფიანის თასის გათამაშება, თუმცა ევროთასებზე მონაწილე გუნდები გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთვებიან“, – განაცხადა მუჯირმა.

მსგავსი თემები