გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა დღეიდან იზღუდება 

თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, კერძოდ, გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით იზღუდება.
როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიაში განუცხადეს, შეზღუდვა შეეხება ახოსპირელის ქუჩას, ასევე ლერმონტოვის ქუჩას აბო თბილელის ქუჩის კვეთიდან  დადიანის ქუჩის კვეთამდე.
შეზღუდვის მიზანია ქვეითთა გადაადგილების უსაფრთხოების დაცვა.
გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია ​პროექტ “ახალი ტფილისის” ფარგლებში ხორციელდება.

 

მსგავსი თემები