ბობ მარლის დაბადების დღე – მუსიკალური კალენდარი

6 თებერვალი Bob Marley-ის დაბადების დღეა.

ლეგენდარულმა იამაიკელმა არტისტმა მუსიკალური კარიერა ჯგუფ The Wailers-თან ერთად 1963 წელს დაიწყო.

მარლის მუსიკაზე გავლენა იქონია მისი სამშობლოს სოციალურმა პრობლემებმა. აღიარებულია, რომ მუსიკოსმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მოვლენებში წვლილის შეტანაში.

მარლის ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია: Is This Love, One Love, Satisfy My Soul, Jamming.

ის 36 წლის ასაკაში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები