“არ ვარ ნოსტრადამუსი და არც ვანგა, შიდა გავრცელების მასშტაბები რომ ვივარაუდო” – პაატა იმნაძე

“მე არ ნოსტრადამუსი და არც ვანგა შიდა გავრცელების მასშტაბები რომ ვივარაუდო. სიტუაციის მიხედვით იქნება ყველაფერი ქვეყანაში” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რა არის ყველაზე ცუდი სცენარი რაც შეიძლება ქვეყანაში განვითარდეს.

მისივე თქმით, ქვეყანაში ყველაფერი მოვლენების მიხედვით გაკეთდება, როგორც იმნაძე აცხადებს, 38 ინფიცირებული არაა ის რიცხვი, რაზეც სტატისტიკის დროს საუბრობენ.

„სიტუაციის მიხედით იქნება ყველაფერი ქვეყანაში. აქედან გამომდინარე ყველაფერი გაკეთდება იმის მიხედვით, რაც იქნება მოსალოდნელი ეპიდისტუაციაზე. 38 ინფიცირებული არ არის ის რიცხვი, რაზეც სტატისტიკის დროს საუბრობენ“ – განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი თემები