“ბოჭორიშვილის კლინიკაში 23 “კოვიდ დადასტურებული” პაციენტი რჩება” – კახა იშხნელი “მედიაცენტრ მთავარში”

„მდგომარეობა უმეტესი პაციენტის დამაკმაყოფილებელია, არის რისკის ჯგუფში მყოფი 3 პაციენტი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის კლინიკურნმა დირექტორმა კახა იშხნელმა განაცხადა, მისი ინფორმაციით, კლინიკაში ამ ეტაპზე 37 პაციენტია, მათ შორის კოვიდის დიაგნოზით 23 პაციენტი მკურნალობს.

„ჩვენს კლინიკაში, დღევანდელ დღეს, არის 37 პაციენეტი, რომელთა შორის 23 არის კოვიდ დადასტურებული, ამ დადასტურებულებიდან, 5 არის არასრულწლოვანი, დანარჩენი სრულწლოვანი, სამი პაციენტი არის არადამაკმაყოფილებელი, ასაკობრივადაც რისკის ჯგუფში არიან. თუმცა, სტაბილურ მდგომარეობას ვინარჩუნებთ და იმედი გვაქვს, რომ მდგომარეობა გამოჯანმრთელებისკენ წავა. ამ დღეებში ჩვენ დაგვემატა 4 პაციენტი,“ – განაცხადა კახა იშხნელმა „მედიაცენტ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები