“მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, ვინც გადაიღო ფილმი და ვისაც უნდა მისი ნახვა” – დავით ბერძენიშვილი

“მე იქ მივედი იმის დასაფიქსირებლად, რომ აქ ვართ ჩვენც, ქართული პოლიტიკის წარმომადგენლები და მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, ვინც გადაიღო ეს ფილმი და ვისაც უნდა ფილმის ნახვა”, – ეს განცხადება “რესპუბლიკური” პარტიის ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა კინოთეატრ “ამირანთან” მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

“მარშისტებში” ვიდექი, როდესაც არაკორექტულ შეძახილებს ისროდნენ ჩემი მიმართულებით. ერთ-ერთს ვუთხარი, რომ ცალკე დაგველაპარაკა. ნუ, ცალკე დალაპარაკება მათთვის მთლად მისაღები არ იყო. მე მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემი პოზიცია გამომეხატა და არ ავყოლოდი ბილწსიტყვაობას. პოზიციის გამოხატვა მოვახერხე, თუმცა ისინი ცდილობდნენ იქ ყოფნის გამართლებას”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ცნობისთვის, კინოთეატრ „ამირანში“ მისულ „რესპუბლიკელ“ დავით ბერძენიშვილს აქციის მონაწილეები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მსგავსი თემები