“ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა” – გომელაური მარნეულში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გუშინ, მარნეულში, პოლიციელებსა და ადგილობრივებს შორის მომხდარ ინციდენტს სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ მსგავსი საქციელისთვის პასუხს ყველა აგებს.

„ის ინციდენტი, რაც გუშინ მოხდა, ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა. მძიმეა ნამდვილად საუბარი. ადამიანებს, რომლებიც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ღამის ორ საათზე ადგნენ, ჩატვირთეს ეს კარვები, რათა რომ გაჭირვებოდა მარნეულის მოსახლეობას, დახმარებოდნენ, მთელი ღამე იმუშავეს, დილით მომაწოდეს ინფორმაცია, რომ გავშალეთ, ბატონო მინისტრო, დავალაგეთ ყველაფერი, საწოლები 100 კაცზე, შემდეგ რაც მოხდა კი იცით, შეურაცხყოფა მიაყენეს, ხელით შეეხნენ. დავაკავეთ ორი პიროვნება, კიდევ ვმუშაობთ.

მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ყველა ასეთი ადამიანი, მარნეული იქნება, თბილისი, თელავი, ზუგდიდი, თუ ბათუმი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება შსს-ს თანამშრომელი, თავდაცვის, ექიმი, თუ უსაფრთხოების სამსახურის, ყველა უმაღლესი სიმკაცრით დაისჯება“ ,- აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩაკეტილ მარნეულში იმყოფება. 

ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულებმა, 23 მარტს, მარნეულში, პოლიციელებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მსგავსი თემები

One Thought to ““ძალიან სამწუხარო და სამარცხვინოა” – გომელაური მარნეულში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე”

  1. სოსო ნატროშვილი

    არც ერთს ტელეფონი მაინც არ ქონდათ რომ კონფლიქტი გადაეღოთ?
    ან რატომ მოხდა კონფლიქტი რატომ არ ამბობთ?
    ან რა წესრიგის დამცველი უწყებაა რომ სხვისი დასაცავები არიან?
    ან საერთოდ აზრზე არიან ვინ, რისგან და როგორ უნდა დაიცვან?