“ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია, მაგრამ წინ სასამართლო პროცესია”

“ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია”- ასე შეაფასა, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ, მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მიხეილ კალანდიას დაკავება. 

ზაზა სარალიძის განცხადებით, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და წინ სასამართლო პროცესია, სადაც პროკურატურამ მთავარ შეკითხვებს უნდა გასცეს პასუხი.

” ჩავთვალოთ, რომ სამართალი აღდგენილია, მაგრამ წინ არის სასამართლო პროცესი. ვნახოთ როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მის ბრალეულობას. შეეცდება თუ არა ისევ მის “გაპრავებას”. ბრძოლა როცა დავიწყე, ჩემი შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ კალანდია იყო ერთ-ერთი დამნაშავე ჩემი შვილის მკვლელობაში. არასოდეს არ შემიწყვეტია ბრძოლა. ვიცოდი, რომ ის აუცილებლად მიეცემოდა პასუხისმგებლობაში. ვნახოთ როგორ დაასაბუთებენ მთავარი უწყებები, რატომ გაჭიანურდა მიხეილ კალანდიას დაკავება და რატომ გაჭიანურდა ამდენ ხანს გამოძიება,”-განაცხადა დავით სარალიძემ

​სარალიძემ საზოგადოებას მადლობა გადუხადა გვერდში დგომისთვის.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

მიხეილ კალანდიას დაკავების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიჰყევით ბმულს:
http://mcm.ge/

მსგავსი თემები