საქართველოში 15%-ს მიუახლოვდა სრულად ვაქცინირების მაჩვენებელი

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასული დღის განმავლობაში, 1 სექტემბერს აიცრა 23 916 ადამიანი. 15 მარტიდან გაკეთებულია 1 235 386 აცრა.

ერთი დოზით ვაქცინირებულია 813 601 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 28.5%. სრულად ვაქცინირებულია 421 785 – მოზრდილი მოსახლეობის 14.8%.

ეპიდემიოლოგების თანახმად, ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის საჭიროა აცრილი იყოს მოზრდილი მოსახლეობის 60% მაინც.

საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს “ფაიზერის”, “სინოფარმის”, “სინოვაკისა” და “ასტრაზენეკას” ვაქცინებით. ამასთან, 27 აგვისტოდან, ახალი პარტიის მიღებამდე შეჩერდა “სინოფარმის” პირველი დოზით აცრის მსურველთა რეგისტრაცია. მეორე დოზით ვაქცინაცია გრძელდება.

მსგავსი თემები