თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა და დაპირისპირება მიმდინარეობს.
პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა, ისინი პატრულის ავტომობილში ჩასვეს. ასევე, სამართალდამცველებმა ალეკო ელისაშვილის დაკავებასაც სცადეს, თუმცა ის პოლიციელებს ხელიდან დაუსხლტა.
დაკავებები და შეხლა-შემოხლა სავარაუდოდ, აქციის მონაწილეების მხრიდან გზის კვლავ გადაკეტვის მცდელობას მოჰყვა.