“მოვამზადეთ წინადადება, რომელიც ყველასთვის მისაღები უნდა იყოს” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, კონკრეტული წინადადებები მოამზადა. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემის საკითხზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დაწყებამდე განუცხადა.

მისივე თქმით, ეს არის დაბალანსებული წინადადება, რომელიც მისაღები უნდა იყოს პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის.

„მათ მიერ წარმოდგენილ ინიციატივებზე შეთანხმების ვერ მიღწევის შემდეგ ჩვენ მოვამზადეთ დაბალანსებული წინადადება, რომელიც, ჩვენი აზრით, უნდა იყოს მისაღები ყველა მხარისთვის. ეს მოდელი უზრუნველყოფს იმას, რომ რეგიონების, დედაქალაქის წარმომადგენლობა, პროპორციული არჩევნების წილი შერეულ მოდელში იყოს დაბალანსებული. ამ მოდელის წარდგენის შემდეგ დღეს გამოჩნდება, რომელი პოლიტიკური პარტიაა ორიენტირებული შეთანხმებაზე, ვის სურს რეალურად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ვის აქვს რაღაც სხვა ინტერესები“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო „შერატონში“ მიმდინარეობს.

მსგავსი თემები