“ნაზი ჯანეზაშვილმაც ის უნივერსიტეტი დაამთავრა, რომელიც შალვა თადუმაძემ” – მამუკა მდინარაძე

პარლამენტში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით,  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა იგივე უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, რომელიც შალვა თადუმაძემ.

როგორც მამუკა მდინარაძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ინსტიტუტს, რომელშიც შალვა თადუმაძე სწავლობდა, 2003 წლიდან ნოდარ დუმბაძის სახელი მიენიჭა. 

“მოვიძიეთ და კურსდამთავრებული, რომელმაც 2003 წლამდე დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტი ნაზი ჯანეზაშვილია, მის დიპლომში დამთავრების თარიღად 2002 წელი ფიქსირდება. ქალბატონმა ნაზი ჯანეზაშვილმა, რომლის კვალიფიკაციასა და დიპლომის ნამდვილობაში არ გვეპარება ეჭვი, წარმოადგინა მაშინ, როდესაც იყო კანდიდატი და მხარდაჭერილი საქართველოს პარლამენტის მიერ. მას ჩვენმა ოპონენტებმაც დაუჭირეს მხარი. შესაბამისად, არგუმენტი, რომლის მიხედვითაც შეუძლებელი იყო 2003 წლამდე ნოდარ დუმბაძის სახელის მითითება ამ უნივერსიტეტის დასახელებაში, შეგვიძლია გადავდოთ გვერდით”, – განაცხადა მამუკამდინარაძემ.

მსგავსი თემები

One Thought to ““ნაზი ჯანეზაშვილმაც ის უნივერსიტეტი დაამთავრა, რომელიც შალვა თადუმაძემ” – მამუკა მდინარაძე”

  1. Jacob

    რით ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ მთავარია კაცობა და არა დიპლომი! აგერ ადიშვილს და კეზერაშვილს – ორივეს წითელი დიპლომები ჰქონდათ – მაგრამ იცავდნენ კანონიერებას ? – გადაძარცვეს მთელი ქვეყანა… თან რო დიპლომი ჰქონდეს კაც და თან კაცური კაცი იყოს – ეგრე არ ხდება ძმაო – раз на раз не приходится !