იაპონიის ელჩმა რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი ყველაზე მდგრად და ახლო პარტნიორად დაასახელა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, იაპონიის ელჩის რეზიდენციაში მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ხელმოწერის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ქართულ-იაპონური ურთიერთობების გაზაფხული სახეზეა.

„ჩვენ მომსწრე ვართ ქართულ-იაპონური ურთიერთობების გაზაფხულის, მათ შორის აქ, გაზაფხულის ქუჩაზე და გლობალურ მასშტაბშიც – ქართველები მიდიან იაპონიაში და ხდებიან ოძეკები და საქართველოში ჩამოდიან მაგალითად ქართული ანბანით აღფრთოვანებული იაპონელი ახალგაზრდები, რომლებიც ამდიდრებენ ჩვენს გამოცდილებას. ჩვენ მომსწრე ვართ ქართულ-იაპონური კავშირების და თანამშრომლობის გაძლიერების ქართული საექსპორტო პროდუქტის, მდგრადი განვითარების პოლიტიკის, ეკოლოგიის, მწვანე ეკონომიკის და სხვა ბევრ საკითხში და მიმართულებაში და ამაში განსაკუთრებული როლი რა თქმა უნდა იაპონიის ელჩს და იაპონიის საელჩოს აქვს“ – აღნიშნა გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, კომიტეტსა და საელჩოს პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ და ამის დასტურია ისიც, რომ ელჩმა რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტი სახელმწიფო უწყებებიდან ყველაზე მდგრად და ახლო პარტნიორად დაასახელა.

მსგავსი თემები