„დავით ბაგრატიონი სიგარეტს ღერებით ყიდულობდა და საპატრიარქოს ხარჯზე ცხოვრობდა“ – ადვოკატი

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის განცხადებით, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს მდიდარი წინაპრები არ ჰყოლია, ქონებას მემკვიდრეობით ვერ მიიღებდა და მან ფული ანა ბაგრატიონთან ქორწინების შემდეგ, სამეფო ტიტულების გაყიდვით იშოვა. ბაგრატიონების ქონების დავაზე ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

„დავითი და ანა არიან ყოფილი მეუღლეები და ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ყოფილ მეუღლეებს აქვთ უფლება, ქონებრივი დავა აწარმოონ, ეს უფლება აქვთ ბაგრატიონებსაც. მათ კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს, ქორწინების პერიოდში ქონების შეძენასთან დაკავშირებით ერთმანეთს პრეტენზიები წაუყენონ. დავით ბაგრატიონ-მუხრანელი, წლების განმვალობაში, ცხოვრობდა საპატრიარქოს მიერ ნაქირავებ საცხოვრებელში. თუ ასეთი მდიდარი მემკვიდრეები ჰყავდა, რომ გარდაცვალების მერე მილიონები დაუტოვა, სიცოცხლეში მიეცა ერთი-ორი კაპიკი, რომ საპატრიარქოს ხარჯზე არ ეცხოვრა. ის სიგარეტს ღერებით ყიდულობდა და შვილი რომ შეეძინა მშობიარობის ხარჯები საპატრიარქოს დააფარინა” – აღნიშნა ლევან გორელაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მართალია, სასამართლომ მომჩივან ბაგრატიონებს ძირითად სარჩელზე უარი უთხრა და უკან დაუბრუნა, თუმცა, დავის მეორე ნაწილი, რომელიც ქონების გაყოფას შეეხება, სასამართლოში გაგრძელდება.დავით ბაგრატიონი ანა დედოფლისთვის ქონების გაყოფას არ აპირებს, რადგან მისი მტკიცებით, დავითმა ქონება მემკვიდრეობით მიიღო.

„ეს არის ტყუილი. მას მემკვიდრეობით არაფერი მიუღია. მან ფული ანასთან ქორწინების შემდგომ, სამეფო ტიტულების გაყიდვის გზით იშოვა. ყოფილ ცოლ-ქმარს შორის დავის შემდეგ კი დავით ბაგრატიონის ამ ბიზნესს საფრთხე დაემუქრა და სწორედ ამიტომ, მეორე მხარე მოწინააღმდეგეს გააფთრებული ებრძვის, რომ ეს დავა არ შედგეს. მან ქორწინების შემდგომ დააგროვა თანხები. ის ევროპაში თავს ასაღებს, როგორც სამეფო ოჯახის მეთაური“ – აღნიშნა „მედიაცენტრ მთავართან“ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ინტერესების დამცველმა.

მისივე ინფორმაციით, სამეფო წყვილი ესპანეთში დღემდე ქორწინებაში იმყოფება და იქ ასე მარტივი არ არის განქორწინება.

მსგავსი თემები