„ანას საქციელმა ყოფილი დედამთილის გულის გახეთქვა გამოიწვია“ – ბაგრატიონების დაპირისპირება

დავით ბაგრატიონ-მუხრანელი ყოფილ მეუღლეს, დედოფალ ანას, დედის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. დავით ბაგრატიონის არგუმენტები მისი ინტერესების დამცველმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააჟღერა.

„ანას საქციელმა, ყოფილი დედამთილის გულის გახეთქვა გამოიწვია. დავითის დედას გულის შეტევა დაემართა და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა. სწორედ ამის გამო, დავითი იძულებული გახდა, ესპანეთში წასულიყო. დავითი გამგზავრება და მისი დაკითხვის დრო კი არ დაემთხვა ერთმანეთს, პირიქით, პირდაპირპროპორციული იყო ანას ჩადენილი ქმედებების. სწორედ მან მოახდინა დავითის დედის გულის შეტევა, უფრო სწორედ, მისმა ქმედებებმა“ – განუცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე ინფორმაციით, დავითის დედის მდგომარეობა ამ წუთისთვის გაუმჯობესებულია და დავითის საქართველოში დაბრუნება სწორედ დედის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული.

მსგავსი თემები