გურჯაანის ბაგა-ბაღებს 65 ხელი ლოგინის აქსესუარი და სათამაშოები გადაეცა

გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანებამ, ქალაქ გურჯაანის რამდენიმე ბაღს 65 ხელი ლოგინის აქსესუარი და სათამაშოები გადასცა. ბაგა-ბაღებში ახალი ინვენტარის შეტანა ეტაპობრივად განხორციელდება, ამჯერად საწოლის კომპლექტები და სათამაშოები ბავშვთა მაღალკონტიგენტიან ბაღებს გადაეცათ. როგორც  გაერთიანების დირექტორი ლელა თევდორაშვილი აცხადებს,  ყოველწლიურად,  დანაზოგიდან ახერხებენ ზაფხულობით ბაგა-ბაღების გარკვეულ ნაწილს, განუახლონ სალოგინე აქსესუარები და  მცირე რაოდენობით სათამაშოები შეიძინონ. ” წლეულს გურჯაანის ნომერ პირველ და მეოთხე ბაღს, ასევე სოფელ გურჯაანის პირველ და მეორე ბაღს და ახაშნის ბაგა- ბაღს გადავეცით ლოგინის აქსესუარები: ლეიბი, საბანი და პლედი – სულ 65 კომპლექტი. მინდა აღვნიშნო, რომ პირველ და მეოთხე ბაღს შარშან…

მეტი...

თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს დაიწყება და ორ ეტაპად წარიმართება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2018-2019 სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და სააგენტოს ვებგვერდზე – kids.org.ge ელექტრონულად წარიმართება. როგორც “მთავარს” თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ახალი სასწავლო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად წარიმართება; პირველ ეტაპზე, 18 ივნისის 12:00 საათიდან რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ასევე, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილი ან შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით. პირველ ეტაპზე რეგისტრაცია შეეხებათ 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვებსაც. მათივე ინფორმაციით, რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 22 ივნისს, 12:00 საათზე და ამ შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ყველა…

მეტი...