„ერთ-ერთ სტუდენტს კბილი ჩაუტეხეს“- ხმაური ლევილის მამულში სადაც წულუკიანს აქცია მოუწყვეს

საფრანგეთში, ლევილის მამულში კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს აქცია მოუწყვეს. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე თამარ დემურია ყვება, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. მისი ინფორმაციით, მათ თეა წულიკიანთან ერთად მყოფი პირები თავს დაესხნენ, რადგან დემურიას თქმით,  მშვიდობიანი პროტესტი არ მოეწონათ . „ლევილის ქართული ფესტივალი იმართება დღეს. აქ იყვნენ წულუკიანი, ელისო ბოლქვაზე და სხვები. ფრანგებიც იყვნენ. ჩვენ მეგობრებმა, სტუდენტებმა გადავწყვიტეთ პროტესტი გამოგვეთქვა იმ მთავრობისთვის, რომელიც ახლა არის საქართველოში. ფრანგულადაც ვთქვით და ქართულადაც, რომ პროტესტი იყო მშვიდობიანი. ველურად მოგვექცნენ, ჩვენს ერთ-ერთ სტუდენტს კბილი ჩაუტეხეს. ფრანგი მეგობრები იყვნენ და იმათაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხელჩართული ბრძოლა გამართეს, მხოლოდ იმიტომ…

მეტი...

შს სამინისტროსთან ნაცემი მოქალაქეების ფოტოები მიიტანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სადაც ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ნაცემი მოქალაქეების ფოტოები მიიტანეს. აქციის მონაწილეები, სამინისტროსთან მათი თანამოაზრეების დაკავებასა და დაჯარიმებას აპროტესტებენ. მომიტინგეები თავისუფლების მოედნიდან დაიძრნენ და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, შს სამინისტროსთან მივიდნენ. მანამდე მსვლელობები სხვადასხვა ლოკაციებზე მოეწყო.

მეტი...

„სანქცირებულთა სია არ გამოქვეყნდება“- ჯეიმს ო’ბრაიანი

„არის თუ არა ამერიკის გადაწყვეტილება იძულება? არა! – იმ წესებით უნდა ითამაშო, რომელ კლუბში გაწევრიანებასაც ცდილობ” – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯეიმს ო’ბრაინმა განაცხადა. შეკითხვაზე, მოხვდება თუ არა „ქართული ოცნების” დამფუძნებელის, ბიძინა ივანიშვილის  სამოგზაურო შეზღუდვების მქონე პირთა სიაში, ამერიკელ დიპლომატს არ უპასუხია, თუმცა, მან განაცხადა, რომ სანქცირებულ პირთა სახელთა სია არ გამოქვეყნდება. „რაც შეეხება ჩვენს დამატებით ქმედებებს, (ამერიკის სახელმწიფო) მდივანმა აღნიშნა, რომ ჩვენ განვიხილავთ ყველა ტიპის თანამშრომლობას, რაც გვაქვს. არ ვაპირებ დამატებით, კონკრეტულ ქმედებებზე საუბარს. თუმცა, ერთ ტექნიკურ კომენტარს გავაკეთებ: გუშინდელი განცხადების…

მეტი...

მარშის მონაწილეები შს სამინისტროსთან მივიდნენ

„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მივიდნენ, სადაც მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეებს, რომლებიც დაკავებული თანამოაზრეების გათავისუფლებას ითხოვენ, გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით – „ემსახურე საქართველოს!“ აქციის მონაწილეების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ისინი მიიჩნევენ, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს და დააჯარიმეს აქციის მონაწილეები. მარშის მონაწილეები სკანდირებენ:„რუსებო, რუსებო!“  

მეტი...

„დავანახოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარი თავი“- ნინო ლომჯარია

„დღევანდელი მარშის იდეაც იმაში მდგომარეობს, რომ დავაფიქსიროთ სოლიდარობა ჩვენი პატრიოტი მოქალაქეების მიმართ და შევახსენოთ და დავანახოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარი თავი“- განაცხადა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ ხელმძღვანელმა, ნინო ლომჯარიამ. ლომჯარია  შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მიმავალ „თავისუფლების მარშს“ შეუერთდა. „საქართველოს ათეულობით მოქალაქე, მშვიდობიანი მანიფესტანტები სცემეს. მათ შორის დაკავების შემდგომ პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა მათ სასტიკად. ადამიანებს დახვდნენ სადარბაზოებთან და სცემეს. ათასობით საქართველოს მოქალაქეს დაურეკეს, დაემუქრნენ. 200-მდე მოქალაქეა დაჯარიმებული უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად. პოლიციის მხრიდან არცერთი ადამიანი არ არის პასუხისგებაში მიცემული, არც პასუხისმგებელი პირები და არც შემსრულებლები“- აღნიშნა მან.

მეტი...

მარშის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისთან შეჩერდნენ

„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები, რომლებიც შსს-ს მიმართულებით მსვლელობას მართავენ, „ქართული ოცნების“ ოფისთან შეჩერდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. „რომ იცოდეთ, ამ მოღალატეებს დიდი ხანი ვერ დაიცავთ. ბოლოს ყველანი ჩვენ მხარეს უნდა გადმოხვიდეთ. სირცხვილი!” – მიმართავდნენ აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს. შეგახსენებთ, რომ პროტესტის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის მეტროსთან, ხოლო ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს წინ შეიკრიბა და მათ მსვლელობა ამ ლოკაციებიდან დაიწყეს. ამჟამად ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ ერთობლივად მიემართებიან.

მეტი...

უკრაინაში ომს 547 ბავშვი შეეწირა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით,  დასტურდება, რომ 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ქვეყანაში დაიღუპა 547 უკრაინელი ბავშვი. საბრძოლო მოქმედებების პერიოდში დაიჭრა 1348 ბავშვი. 23 მაისს უკრაინის ხელისუფლება იუწყებოდა, რომ გარდაიცვალა 4 წლის გოგონა, რომელიც მძიმედ დაიჭრა 29 აპრილს რუსეთის ჯარების მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად. ეს უკრაინაში ომის განმავლობაში ბავშვის დაღუპვის უკანასკნელი დადასტურებული შემთხვევაა. „ბავშვთა შორის ყველაზე მეტი მსხვერპლი იყო დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ზაპოროჟიესა და ნიკოლაევის ოლქებში“-  აღნიშნავს უკრაინის პროკურატურა.

მეტი...

„მიმდინარეობს საქართველოს ბელარუსიზაცია“- ოლექსი გონჩარენკო

“საქართველოს ხელისუფლება საუბრობს ამ ე.წ. კანონზე, სინამდვილეში რაც ხდება, არის ის, რომ მიმდინარეობს საქართველოს ბელარუსიზაცია. შემდეგი ნაბიჯი იქნება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, როგორც ეს მოხდა ბელარუსთან დაკავშირებით” – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. კომიტეტის სხდომაზე, აქართველოში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, იმსჯელეს. „ჩვენ აქ ბელარუსიდან სულ რაღაც 25 კილომეტრში ვართ და თუ გვინდა ვიხილოთ კიდევ ერთი ლუკაშენკო, კიდევ ერთი რეჟიმი, რომელიც ჯერ იწყებს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას, შემდეგ არჩევნების გაყალბებას, შემდეგ ოპოზიციონერების მკვლელობას, შემდეგ დაკავებას…

მეტი...

„ევროკომისრები ხშირად სისულელეებს ლაპარაკობენ“- პუტინი, მუქარასთან დაკავშირებით კობახიძის განცხადებაზე

„ბევრი ევროკომისარია და ხშირად ისინი უპასუხისმგებლო სისულელეს ამბობენ, რაც მწუხარებას იწვევს” – ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, საქართველოს პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომლის თანახმად, სატელეფონო საუბარში მას ერთ-ერთი ევროკომისარი დაემუქრა. „არ შემიძლია იმის კომენტირება, თუ რა თქვა რომელიღაცა ევროკომისარმა. იქ ბევრი ევროკომისარია, ისინი მუდამ იცვლებიან და რაღაც სისულელეებს ამბობენ. ხოლო თუ ეს ისეა, როგორც თქვენ თქვით, პოლიტიკური სისულელის გარდა ამას ვერაფერს დავარქმევ. ეს უბრალოდ განსარისხებელია. სამწუხაროდ, საშუალო რანგის ჩინოსნების უპასუხისმგებლობა, განსაკუთრებით აი ამ მიმართულებით, იზრდება, ჩვენც ხშირად გვხვდება ეს. ეს მხოლოდ მწუხარებას იწვევს,” – განაცხადა პუტინმა.  

მეტი...

მარშის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ დაიძრნენ

„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიემართებიან. აქციის მონაწილეები, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე შეიკრიბნენ და თავისუფლების მოედანზე შეერთდნენ. მარშის მონაწილეებს ის სტუდენტები შეუერთდნენ, რომლებიც რუსთაველის მეტროს მიმდებარედ იყვნენ შეკრებილები. როგორც ისინი აცხადებენ, შს სამინისტროსთან აქციების დროს დაკავებული მოქალქეების გათავისუფლებას მოითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ დაკავებები უკანონოდ მოხდა.  სამინისტროსთან იგეგმება სიტყვით გამოსვლებიც.

მეტი...

„საქართველოში სანქციები დაუწესდება მათ, ვინც ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზეა პასუხისმგებელი“- ჯინ შაჰინი

„ჩემი კანონპროექტი საქართველოში სანქციებს დაუწესებს მათ, ვინც ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე პასუხისმგებელია და შეერთებული შტატების დახმარებას გადააფასებს“- წერს აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი “ტვიტერის” პირად გვერდზე. ჯინ შაჰინის განცხადებით, „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის მიღება შემაშფოთებელია. „უცხოური აგენტების კანონპროექტის მიღება საქართველოში ძალიან შემაშფოთებელია. ჩემი კანონპროექტი საქართველოში სანქციებს დაუწესებს მათ, ვინც ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე პასუხისმგებელია და შეერთებული შტატების დახმარებას გადააფასებს, ხოლო ამავდროულად ქართველი ხალხისადმი, სამოქალაქო საზოგადოებისადმი და დემოკრატიისადმი ჩვენს ერთგულებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს,” – წერს შაჰინი  

მეტი...

მარშის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან შს სამინისროსკენ მსვლელობას გეგმავენ

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოწინააღმდეგეები თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე მსვლელობას მართავენ და თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს შეურეთდებიან, საიდანაც, მარშით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაინაცვლებენ. როგორც მარშის მონაწილე ერთ-ერთი პედაგოგი აცხადებს, ჯიუტმა პროტესტმა შედეგი უკვე გამოიღო. „ჯიუტმა პროტესტმა გარკვეული შედეგი გამოიღო. მასწავლებლებს მოგიწოდებთ ყველას, თუ არ გინდათ დავკარგოთ ქვეყანა და ქვეყნის მომავალი გამოდით ყველა. რაც უფო მეტნი ვიქნებით, ჩქარა დადგება შედეგი“- ამბობს აქციის მონაწილე. როგორც მარშის მონაწილეები აცხადებენ, მათი მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს შეახსენონ, რომ პასუხისმგებლი სახელმწიფო ორგანოა, ამიტომ ისინი საქართველოს უნდა ემსახურებოდნენ. მათი თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში კანონის მსახურებითა და საქართველოს მოქალაქეების…

მეტი...

SOS – გაყინული პელმენში სალმონელას ბაქტერია აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა ქალაქ ხაშურში, შპს „რითეილ ჯგუფის“ სარეალიზაციო ობიექტი (მის: დ. აღმაშენებლის ქ. N5)  შეამოწმეს და ლაბორატორიული კვლევის მიზნით, გაყინული ნახევარფაბრიკატის – ციმბირული პელმენის (სავაჭრო სახელწოდებით “ხინდა“, მწარმოებელი შპს “G&A GROUP”, ქ. თბილისი, დ. თავდადებულის ქ.29, ს/კ 404943683, დამზადების თარიღი: 19.04.2024 წ) ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 5 ნიმუშში გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა. კვლევის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა შპს „რითეილ ჯგუფს“ და დაევალა პელმენის აღნიშნული პარტიის რეალიზაციიდან ამოღება; გარდა ამისა, სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს შპს “G&A GROUP-ის” ნახევარფაბრიკატების საწარმოში – ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა…

მეტი...

ქართველ პოლიტიკოსებზე სანქციების დაწესების ინიციატივის ავტორი მორიგ განცხადებას აკეთებს

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი ერთ-ერთი ავტორია იმ კანოპროექტისა, რომელიც ქართველი პოლიტიკოსებისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. როგორც სენატორი განმარტავს, კანონპროექტის სენატისთვის წარდგენა სწორედ იმისი დასტურია, რომ ამერიკა საქართველოს პარტნიორი და მეგობარია. „ჩემი კანონპროექტი  კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მიმართ. ძალიან შემაშფოთებელია საქართველოში „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღება. ჩემი კანონპროექტი დააწესებს ჯარიმებს საქართველოში იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ სწრაფ პოლიტიკურ ცვლილებაზე და გადააფასებს აშშ-ის დახმარებას. ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურებს ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მიმართ” – აცხადებს სენატორი შაჰინი. შეგახსენებთ, რომ სენატში წარდგენილია…

მეტი...

,,ამერიკას ამ მასშტაბის სანქციები ერთდროულად არასდროს არავისთვის არ შემოუღია” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ის მხრიდან, სანქციების დაწესებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ მასშტაბის სანქციები ამერიკას ერთდროულად არასდროს არავისთვის არ შემოუღია: ,,ამერიკას ამ მასშტაბის სანქციები ერთდროულად არასდროს არავისთვის არ შემოუღია! მნიშვნელოვან მომენტში, 2008 წელს აშშ ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად ჩაერთო, ახლა კიდევ უფრო საშიში მომენტი გვიდგას და ამერიკა ისევ გვეხმარება. ოღონდ უნდა გვახსოვდეს, ამ დახმარების ეფექტურობა და განგრძობადობა ჩვენი საზოგადოების შემდგომ აქტიურობაზეა დამოკიდებული. ამერიკელები იცავენ იმ ქვეყნებსა და საზოგადოებებს, რომლებსაც უკეთესი ბედისთვის ბრძოლის მკვეთრად გამოხატული სურვილი აქვთ. ასევე, თუ კარგად დავაკვირდებით, ბლინკენის განცხადებაში ნათლად წერია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა სწორედ 2012 წლის…

მეტი...

ბრალდებულმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა, უკრძალავდა ტელეფონით სარგებლობას და სახლში კეტავდა – რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმე

პროკურორის ცნობით, ბრალდებულმა ფირაშვილმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა, გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც. კერძოდ, ფირაშვილი მარიამ სოფრომაძეს კუთვნილი მობილური ტელეფონით სარგებლობას უკრძალავდა, სახლში კეტავდა და ოჯახის წევრების ნახვის უფლებას არ აძლევდა. ქეთევან სონიძის ცნობით, ძალადობაზე ინფორმირებული იყო როგორც ბრალდებულის, ასევე, მოკლულის ოჯახის წევრებიც, თუმცა სამართალდამცავი უწყებისთვის არავის მიუმართავს. რუსთავის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე მოსამართლე მადონა მაისურაძე პროკურატურის შუამდგომლობას დაეთანხმა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას დაეთანხმა ბრალდებულის ადვოკატიც. ლევან ძოწენიძის ცნობით, ისინი დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვენ. სასამართლოს დღევანდელ სხდომას 22 მაისს მოკლული დედა-შვილის ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ.…

მეტი...

,,დაუსვით თქვენს თავს კითხვა: ვინ ვარ – ქართველი პოლიციელი თუ რუსული ძალის მსახური?” – ქაცარავა

,,დაუსვით თქვენს თავს კითხვა: ვინ ვარ – ქართველი პოლიციელი თუ რუსული ძალის მსახური?”, – ასე მიმართა რუსთაველის გამზირზე პოლიციელების მიერ ნაცემმა, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ,,ძალა ერთობაშია” დამფუძნებელმა, დავით ქაცარავამ პოლიციელებს. ,,ჩემო მეგობრებო, მინდა მივმართო ყველას, განსაკუთრებით კი საჯარო სამსახურში მყოფ საჯარო მოხელეებს, ვისთვისაც სიტყვა „საქართველო“ და სიტყვა „სამშობლო“ ოლიგარქის ბინძურ ფულზე მეტს ნიშნავს. მინდა მივმართო ჩვენს ქართველ პოლიციელებს. მათ, ვისაც მე დიდ პატივს ვცემ, მათ, ვინც რუსებთან ომის დროს უკან არ დაიხია, მათ, ვისაც ვიცი – რუსეთის იმპერია ჩემზე ნაკლებად არ სძულს. ძმებო, მე არ ვიცი, რა ტყუილებს გიყვებიან რუსი პროპაგანდისტები ყაზარმებში,…

მეტი...

რუსეთმა სომხეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვია

სომხეთში რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვიეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ხაზაროვამ განაცხადა. ზახაროვა ელჩის დაბარების მიზეზს არ ასახელებს. მაისის დასაწყისში, ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა ОДКБ-ს დაფინანსება შეაჩერა – ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანი ბადალიანმა თქვა, რომ 2023 წლის ნოემბერში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულ 2024 წლის ბიუჯეტს სომხეთი არ შეუერთდება.

მეტი...

პუტინს უკრაინაში მიმდინარე ფრონტის ხაზებზე ცეცხლის შეწყვეტა სურს – Reuters

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის მზად არის, შეაჩეროს ომი უკრაინაში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გზით, რომელიც აღიარებს ბრძოლის ველზე არსებულ ამჟამინდელ ხაზებს. კიევისა და დასავლეთისგან უარის შემთხვევაში კი, ბრძოლის გასაგრძელებლად მზადაა, – წერს Reuters ოთხ ანონიმურ რუსულ წყაროზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, სამი წყარო, რომელიც პუტინის გარემოცვაში წარმოებული დისკუსიების საქმის კურსშია, ამბობს, რომ პუტინმა მრჩეველთა მცირე ჯგუფთან იმედგაცრუება გამოთქვა დასავლეთის მხარდაჭერილ მცდელობებთან დაკავშირებით, ჩაშალონ მოლაპარაკებები. ასევე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც მოლაპარაკებებს გამორიცხავს. როგორც გამოცემა წერს, ისინი მაღალი პოლიტიკური რანგის მქონე ხუთ პირს ესაუბრნენ, რომლებიც ამჟამად ან ადრე მუშაობდნენ პუტინთან.…

მეტი...

ბრაზილია წყალდიდობას ებრძვის – ბოლო ერთ თვეში, წყალდიდობამ 163 ადამიანი იმსხვერპლა

ბრაზილია წყალდიდობას ებრძვის. სტიქია უხვმა ნალექმა გამოიწვია. მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა ქვეყნის სამხრეთ ნაწილს – დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები. პარალიზებულია სატრანსპორტო მოძრაობა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, წყალდიდობამ ბრაზილიაში 163 ადამიანი იმსხვერპლა, 600 ათასზე მეტი კი უსახლკაროდ დარჩა. დაკარგულად მიიჩნევა 64 მოქალაქე.

მეტი...

პროკურატურამ მარტვილში, შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ მარტვილში, შვილის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს, მარტვილის რაიონის სოფელ ნალეფსავოში, ბრალდებულმა სანადირო თოფიდან დამიზნებით ესროლა შვილს, რა დროსაც სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანებები მიაყენა. ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის…

მეტი...

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა გოგოს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეითი გზის გადაკვეთას ცდილობდა. თვითმხილველების ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის სასწრაფო დახმარების სამსახურმა მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

მეტი...

ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი კიდევ ერთხელ განმარტავს რატომ არ შეესაბამება კანონი საერთაშორისო სტანდარტებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ვერონიკა ბილკოვა, რომელმაც კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ არ შეესაბამება კანონი საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. ,,ვენეციის კომისია ასკვნის, რომ ეს კანონი არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს რამდენიმე მიზეზით, რომელთაგან გამოვარჩევ ოთხს: 1. კანონის ენა არის ბუნდოვანი და ის ანიჭებს გადამეტებულ დისკრეციულ უფლებებს იუსტიციის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს კი ეწინააღმდეგება კანონიერების მოთხოვნებს, რომელთა მიხედვით კანონის ენა უნდა იყოს მკაფიო და დისკრეცია უნდა იყოს შეზღუდული. 2. კანონი გულისხმობს, რომ ნებისმიერი უცხოური დაფინანსება, რაც არ უნდა შეზღუდული…

მეტი...

„გლოვობს ბათუმი” – 25 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

გარდაიცვალა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც შვილის გარდაცვალების შემდეგ, მძიმედ დასნეულდა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს. ,,გლოვობს ჩემი ბათუმი გარდაიცვალა 25 წლის ნიკა ბარამიძე. მიწამ როგორ უნდა მიგიღოს ნიკუშა… ღიმილის სიკეთის ბიჭი… გიზიარებთ ყველას ვინც იცნობდით თუ არ იცნობდით ამ სიყვარულის კაცის აღარ ყოფნას… “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს… ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა. რა უსამართლოა ცხოვრება. მეხის გავარდნას ჰგავს ეს ყველაფერი. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი…

მეტი...

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროპა რუსეთთან ომისთვის ემზადება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ევროპა რუსეთთან ომისთვის ემზადება, ამისთვის განწყობებს კი, ბრიუსელსა და ვაშინგტონში პოლიტიკოსები და მასმედია ქმნიან. როგორც მან აღნიშნა, უნგრეთი ნატოს ღონისძიებებში მონაწილეობის გადახედვას ცდილობს. მისი თქმით, იურისტები მუშაობენ, რომ ერთის მხრივ, უნგრეთმა ალიანსის წევრობა შეინარჩუნოს და ამასთანავე ნატოს ფარგლებს გარეთ, სამხედრო აქტივობაში მონაწილეობა არ მიიღოს.

მეტი...

რას ჰყვებიან ზუგდიდში ქმრის მიერ სასტიკად მოკლულ ქალზე

ზუგდიდის სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი სასტიკი წამებით მოკლა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 50 წლამდე ასაკის ქალბატონი და მის მკვლელობაში ბრალდებული 51 წლის მამაკაცია. მოკლული ქალი ფატი კუდავაა. ,,საშინელი ამბავი დატრიალდა. როგორ უნდა იცოცხლოს იმ სატანამ, რომელმაც ასე აწამა ცოლი. ფატია საშინელი წამებით ჰყავს მოკლული. ჩაქუჩით თავის ქალა ჩაუმტვრია და ძვლები დაულეწა, ისე მოკლა. როგორც ჩანს, მკვლელობა დაგეგმილი ჰქონდა და ეტყობა, გაიტყუა იმ სოფელში და ასე მოკლა”, – ამბობს ახლობელი.

მეტი...

,,მოვუწოდებ მთავრობას, გაატაროს სისტემური ზომები და მკაცრი პოლიტიკა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ჩამდენთა მიმართ” – ომბუდსმენი

სახალხო დამცველი მაისში 4 ქალის მკვლელობის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, ძალადობას გმობს და მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო. ომბუდსმენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გაატაროს სისტემური, თანმიმდევრული ზომები და მკაცრი პოლიტიკა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ. ,,საქართველოს სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, მაისის თვეში, საქართველოში ოთხი ქალის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. ძალადობის ეს შემზარავი ფაქტები არა მხოლოდ გვართმევს შვილებს, დედებს და დებს, არამედ ძირს უთხრის უსაფრთხოების, პატივისცემისა და თანასწორობის ღირებულებებს, რომელთა დაცვასაც ჩვენ ვცდილობთ. საქართველოს სახალხო დამცველი ცალსახად გმობს ძალადობას. ფემიციდი, გენდერული ძალადობის ყველაზე მძიმე ფორმა და ადამიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფაა.…

მეტი...

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მუქარის ზარებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცნობი ნომრებიდან განხორციელებულ მუქარის ზარებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ აღნიშნული საკითხის შესწავლა, დანაშაულის ნიშნების არსებობის გათვალისწინებით, მათ კომპეტენციას ცდება. იხილეთ განცხადება: ,,გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, უცხო სატელეფონო ნომრებიდან ზარების განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით. სამსახურში წარმოდგენილი მომართვების თანახმად, მოქალაქეებთან სატელეფონო ზარები ხორციელდება როგორც ქართული, ისე უცხო ქვეყნის (მათ შორის, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, უკრაინა, მექსიკა) სატელეფონო ნომრებიდან. მომართვების ავტორების განმარტებით, ზარის განმახორციელებელი პირები, ორივე შემთხვევაში, საუბრობენ ქართულ ენაზე. მოქალაქეები უთითებენ, რომ სატელეფონო ზარები მიემართება მიმდინარე საპროტესტო აქციებს და წარმოადგენს მათი დაშინების მცდელობას. კერძოდ, სატელეფონო ზარის განმახორციელებელი პირები, ხშირ…

მეტი...

,,ეს მოვლენა ნაცრისფერი ასოებით ჩაიწერება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში” – ,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო

,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას, რომელმაც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში პასუხისმგებელ ან თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა გამოაცხადა. იხილეთ განცხადება სრულად: ,,ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელით დაანონსდა სავიზო შეზღუდვების შესაძლო დაწესება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რაც არის იმ ანტიქართული რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც 2012 წლიდან ვისმენთ და რომელიც განსაკუთრებით 2021-22 წლებში გააქტიურდა. შანტაჟისა და მუქარის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს, არ შეესაბამება არათუ სტრატეგიული პარტნიორობის, არამედ, ზოგადად, პარტნიორულ სულისკვეთებას, რომელიც ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის უნდა იყოს ჩამოყალიბებული. ენტონი ბლინკენის…

მეტი...

რაჭაში, ავარიის დროს გადარჩენილი მგზავრების ნაწილმა საავადმყოფო დატოვა

რაჭაში, ავტოსაგზაო შემთხვევას გადარჩენილი მგზავრების ნაწილმა საავადმყოფო დატოვა, ნაწილი კი სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ამ დროისთვის, ამბროლაურის საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, ორი პაციენტია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შეგახსნებეთ, რომ შემთხვევა გუშინ, ამბროლაურის სოფელ ჭელიაღელესთან მოხდა. როგორც ცნობილია, თბილისიდან რაჭის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი რამდენიმე საათში.

მეტი...

,,ვიზაზე უარი კი არა, დამოუკიდებლობისთვის სიკვდილზე წავსულვართ ქართველები” – მდინარაძე

,,ოჯახზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე საბჭოთა კავშირმაც უარი თქვა. ვიზაზე უარი კი არა, დამოუკიდებლობისთვის სიკვდილზე წავსულვართ ქართველები”, – წერს ,,ოცნების” დეპუტატი მამუკა მდინარაძე. ,,აშშ სახელმწიფო მდივანმა დაგვიანონსა სანქციები მათ ქვეყანაში მოქმედ კანონზე გაცილებით ლოიალური კანონის მხარდაჭერისთვის. წესით შეფასებასაც კი აღარ საჭიროებს ეს მოცემულობა, თუმცა ძალიან მოკლედ: გრძელდება შანტაჟის და მუქარის პოლიტიკა იმისთვის, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები არ მიიღოს. დახარჯული ასეულობით მილიონის მიუხედავად კი აგენტურა იმდენად უსუსურია, რომ მხოლოდ გარეაქტორების მოქმედებების იმედზე რჩება და ხარობს. უპრეცედენტო და ამავდროულად კომიკურია, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს თავისი შეხედულებისამებრ კანონის მიღებისთვის სანქციას უწესებდე. ოჯახის…

მეტი...

ქართველი სტუდენტები და ემიგრანტები 26 მაისს ბერლინში მორიგ აქციას გამართავენ

ქართველი სტუდენტები და ემიგრანტები 26 მაისს ბერლინში მორიგ აქციას გამართავენ. ღონისძიების ორგანიზატორია მოძრაობა “გზა”. ,,26 მაისს ორგანიზაცია გზა-GZA (Georgisches Zentrum im Ausland) ატარებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ქალაქ ბერლინში. 26 მაისი უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს ისტორიაში. ამ დღეს გამოცხადებულმა დამოუკიდებლობამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და სოციალური სახელმწიფოს შენებას. ამ დღემ ჩვენ მოგვცა პირველი კონსტიტუცია, რომელიც მოწინავე იყო მაშინდელ სამყაროში. დღეს ამ თარიღის აღნიშვნა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, ვინაიდან რუსეთი ჩვენი ხელისუფლების მეშვეობით ცდილობს წაგვართვას ჩვენ მიერ სისხლით მოპოვებული თავისუფლება და გაგვწიროს მრავალწლიანი უიმედობისთვის. დღეს, როდესაც საქართველოს საელჩოები უარს ამბობენ აღნიშნონ საქართველოს…

მეტი...

,,სელფებს ყაზბეგში გადავიღებ” – ღუდუშაური სანქციებზე

,,სელფებს ყაზბეგში გადავიღებ”, – ამბობს ,,ოცნების” დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური, რომელიც დღეს პარლამენტში ჟურნალისტების კითხვებს გაექცა. ,,რატომ უნდა მეშინოდეს სანქციების, სელფებს ყაზბეგში გადავიღებ”, – ამბობს ღუდუშაური.

მეტი...

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მოტოციკლის მართვის დროს დაშავდა

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მოტოციკლის მართვის დროს დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებები სერიოზული არ არის, თუმცა პაველი პრაღის ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში მცირე ხნით დარჩება. ბაიკერობა ჩეხეთის 62 წლის პრეზიდენტის ერთ-ერთი ჰობია. შარშან მას ბოდიშის მოხდაც მოუხდა მას შემდეგ, რაც შენიშნეს, რომ მოტოციკლს ჩაფხუტის გარეშე მართავდა.

მეტი...

ცნობილია ზუგდიდში ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის ვინაობა

ზუგდიდის სოფელ კორცხელში, ქმარმა ცოლი ბლაგვი საგნით მოკლა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლს, ფატი კუდავას, ჩაქუჩი თავში რამდენჯერმე ჩაარტყა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება. როგორც მეზობლებმა აღნიშნეს, მამაკაცს მენტარური პრობლემები ჰქონდა. დამნაშავე უკვე დაკავებულია.

მეტი...

,,გერმანიაში ნაკრებს როგორც გულშემატკივარი, ისე დავუდგები მხარში” – კანკავა EURO 2024-ზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ჯაბა კანკავა აცხადებს, რომ მარტის თამაშების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ როგორც რიგითი გულშემატკივარი, ისე წასულიყო. შესაბამისად EURO 2024-ზე ის არ ითამაშებს. კანკავა მწვრთნელის მიერ ნაკრების განაცხადში დასახელებულ ფეხბურთელებს შორისაა. ფეხბურთელი პოსტში გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობს. ,,საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეიოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული…

მეტი...