„გლოვობს ბათუმი” – 25 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

გარდაიცვალა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც შვილის გარდაცვალების შემდეგ, მძიმედ დასნეულდა და მისი სიცოცხლის გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს.

,,გლოვობს ჩემი ბათუმი გარდაიცვალა 25 წლის ნიკა ბარამიძე. მიწამ როგორ უნდა მიგიღოს ნიკუშა… ღიმილის სიკეთის ბიჭი… გიზიარებთ ყველას ვინც იცნობდით თუ არ იცნობდით ამ სიყვარულის კაცის აღარ ყოფნას…

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს… ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.

რა უსამართლოა ცხოვრება. მეხის გავარდნას ჰგავს ეს ყველაფერი. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული.
შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო. ასე იცხოვრე 25 წელი…

ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა? ცრემლი და დიდი ტკივილი უზომოდ მოგვენატრება შენი გულიანი ღიმილი და ტკბილი საუბარი კეთილი და სამართლიანი იყავი. თავზარდაცემულია ოჯახი, სამეგობრო, ახლობლები. ყველანი თავს დაგენაცვლენ, ყველაფერი გაგიკეთეს, მხოლოდ ერთი რამ ვერ შეძლეს, სიცოცხლე ვერ დაგიბრუნეს…”, – წერს შოთო სიხარულიძე.

მსგავსი თემები