რუსეთმა სომხეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვია

სომხეთში რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვიეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ხაზაროვამ განაცხადა. ზახაროვა ელჩის დაბარების მიზეზს არ ასახელებს.

მაისის დასაწყისში, ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა ОДКБ-ს დაფინანსება შეაჩერა – ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანი ბადალიანმა თქვა, რომ 2023 წლის ნოემბერში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულ 2024 წლის ბიუჯეტს სომხეთი არ შეუერთდება.

მსგავსი თემები